მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ცოტნე დადიანი (1971)
ამ გვერდს გაეცნო 9524 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი (17 წთ.)
კომპანია ”ქართული ტელეფილმი” 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე ჟღენტი
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) ებრალიძე
დამდგმელი ოპერატორი: ოთარ ჭუმბურიძე
დამდგმელი მხატვარი: როსტომ სარიშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ევგენი მასსი
მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი (ცოტნე დადიანი), აბესალომ ლორია (მსახური), მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი (შეთქმული თავადი), ვასილ ჩხაიძე (შეთქმული თავადი), თამაზ გამყრელიძე (შეთქმული თავადი), გივი ჯაჯანიძე (ნოინი), აკაკი მესაბლიშვილი (შეთქმული თავადი), თემურ მაღრაძე (შეთქმული თავადი), სიმონ მაჭავარიანი (შეთქმული თავადი)
მუსიკალური გაფორმება: ალექსანდრე ჟღენტისა
 

ყაენმა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ შეთქმილებაში მონაწილე ქართველ თავადთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. დატყვევებულებს შიშველ ტანზე თაფლი სცხეს და საწამებლად მზის გულზე დაყარეს. მთავარი ცოტნე დადიანი ნებით ეახლა ყაენს, ტანთ გაიძრო, წამებულებს მიუჯდა და მათი ბედი გაიზიარა. ცოტნეს ვაჯკაცობამ მტერიც აღაფრთოვანა. „ქართლის ცხოვრების“ ფურცლების პირველი ეკრანიზაცია. ფილმის დაგაღებიდან 28 წლის შემდეგ ქართულმა ეკლესიამ ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა.

ფესტივალები და პრიზები:
  • "წმინდა ანდრიას ჯვარი" ალექსანდრე ჟღენტს - კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისათვის. მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალ. ბათუმი (2008).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.