მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბეღურების გადაფრენა (1980)
ამ გვერდს გაეცნო 17498 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1778 მეტრი (65 წთ.)
სს "ქართული ფილმი", შემოქმედებითი გაერთიანება "დებიუტი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი
დამდგმელი მხატვარი: იური კვაჭაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მონაწილეობენ: ელგუჯა ბურდული (კაცი ბეღურათი), თემურ ბიჭიაშვილი, რეზო ესაძე (მუნჯი), შოთა სხირტლაძე, ზოზო (იასონ) ბაქრაძე, ლუდმილა ალიმბარაშვილი, შოთა ნოზაძე, ამირან ამირანაშვილი, კ. თაბუკაშვილი, ტრისტან სარალიძე, ვლადიმერ (ლადო) ბურდული, ავთანდილ მიქაძე, როსტომ ლორთქიფანიძე, გივი (გურამ) ფირცხალავა, ზაქარია (შაქრო) ჯორჯაძე, რ. მამალაძე, ნოდარ სოხაძე, ლეო (ლევან) ფილფანი, თეიმურაზ კვანტალიანი
მუსიკალური გაფორმება: თემურ ბაბლუანისა
 

მატარებლის ხმაურიან ვაგონში გუჯას ყურადღებას ერთი მგზავრი მიიპყრობს, რომელიც ათასგვარი ისტორიებით აბრუებს მსმენელს. გუჯა ფუჭ ლაყბობას ვერ აიტანს, შეუტევს, მაგრამ ტრაბახას მგზავრები გამოექომაგებიან. გუჯა უკაცრიელ სადგურზე ჩამოვა. მატარებლიდან ჩამოდის ტრაბახაც. გუჯა ბრაზს ვეღარ დაიოკებს და დაუნდობლად გალახავს მას. ტრაბახა ცნობილი მომღერალი კი არა, უბრალო სოფლელი მღებავი აღმოჩნდება, რომელსაც ძვირფას ჩემოდანში საღებავიანი ფუნჯები უყრია და ლაყბობისათვის არაერთხელ მოხვედრია. გუჯას ნაცემი შეებრალება და მასთან ერთად რუსეთში გამგზავრებას შესთავაზებს მშენებლობაზე სამუშაოდ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.