მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თეთრი ბაირაღები (1990)
ამ გვერდს გაეცნო 81755 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 3 სერია, დრამა, 18 ნაწილი, 4651 მეტრი (170 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
სცენარის ავტორი: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
დამდგმელი ოპერატორი: ლევან ნამგალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თამაზ მჭედლიძე
მემონტაჟე: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: გიორგი ხობუა (ზაზა), ქეთევან კიკნაძე (ზაზას დედა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ისიდორე), გიორგი (გია) ბურჯანაძე (ლიმონა), რამაზ ჩხიკვაძე (შოშია), გივი ბერიკაშვილი (ტიგრანა), ლეო ანთაძე (ჭეიშვილი), გივი (გურამ) ფირცხალავა (გოგოლი), ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი (მოშიაშვილი), თენგიზ მაისურაძე (გამცემლიძე), იური ვასაძე (მაბურიშვილი), ნინო ლორთქიფანიძე (ნუნუ ექიმი), იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ზედამხედველი), ვიქტორ ნინიძე (კბილის ექიმი), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (როსტომი), ანზორ ურდია (ხარაბაძე), დავით დვალიშვილი (გაგუა), ტრისტან ყველაიძე (ხელაძე), გულნარა ემხვარი (მარო), ვალერი ტორონჯაძე, ნანა ლორთქიფანიძე (ისიდორეს ქალიშვილი), გიორგი (უცნობი) გაჩეჩილაძე (ისიდორეს სიძე)

გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების "თეთრი ბაირაღები" და "მზიანი ღამის" მიხედვით
 

სტუდენტ ზაზა ნაკაშიძეს, რომელსაც ჩხუბში მონაწილეობისთვის დააპატიმრებენ, უდანაშაულობის დამტკიცების იმედი არა აქვს. ციხის საკანში სხვადასხვა ეროვნებისა და მრწამსის დამნაშავეები შეყრილან. დროს განვლილ ცხოვრებაზე და დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე კამათში კლავენ. ქურდის, მკვლელის, სახელმწიფო ქონების გამფლანგველის, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედის სულშიც შეიძლება სათუთი გრძნობები იმალებოდეს. გამომძიებელი ზაზას უდანაშაულობას დაადგენს და მას ციხიდან გაათავისუფლებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.