ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი (1990) ამ გვერდს გაეცნო 6796 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 7 ნაწილი, 1785 მეტრი (64 წთ.) სს "ქართული ფილმი"
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება
ფოტოგრაფ თაზო ნადარაიას ტელევიზორს უცნაური თვისება აღმოაჩნდება - მომავალში მოსალოდნელ მოვლენებს წინასწარ გადმოსცემს. თაზო ტელევიზორის ამბავს მილიციას შეატყობინებს, მაგრამ მის ნაამბობს გიჟის ბოდვად ჩათვლიან და თაზოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაყვანას დაუპირებენ. ტელევიზორის საშიში წინასწარმეტყველებები ერთმანეთის მიყოლებით სრულდება, მისი მფლობელი კი უცნაურ ამბებში ეხვევა.