მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ერთი ნახვით შეყვარება (1975)
ამ გვერდს გაეცნო 22182 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2447 მეტრი (91 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: რეზო ესაძე
სცენარის ავტორი: ბელა აბრამოვა
დამდგმელი ოპერატორი: იური ვორონცოვი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი კრეპოჩევი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ზურაბ ნადარაია, გენადი კორხოვოი
მემონტაჟეები: ლალი კოლხიდაშვილი, ლ. სემიონოვა
მონაწილეობენ: ვახტანგ ფანჩულიძე (მურადი), ნატალია იურიზდიცკაია (მურადის შეყვარებული), რამაზ ჩხიკვაძე (მურადის მამა), კახი კავსაძე (სელიმი, მურადის ბიძა), სალომე ყანჩელი (მურადის დედა), ნასიბა ზეინალოვა, ბუხუტი ზაქარიაძე, ვლადიმერ ტატოსოვი, ვლადიმერ ნოვიკოვი, ვალიდა ხიზროევა, შარიფ კაბულოვი, ოლეგ ხრამენკოვი, ვალერი ნოსიკი, ბაადურ (ბადრი) ბეგალიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ სხირტლაძე, ანატოლი აბრამოვი, ლეო ანთაძე (მეზობელი), კ. ასლანიშვილი, სოფა ბასიზადე, იური ვასაძე, ნ. ალექსანდროვა, ჯემალ გაგნიძე, ნატო გაგნიძე, სერგეი გაბნია, სადიხ ჰუსეინოვი, სადიხ ჰასანზადე, რობერტ გოროდეცკი, კ. ჯაფარიძე, იური დუბროვინი, მარია კაპნისტი, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, ზაირა (ზაზა) ლებანიძე, ჟანრი ლოლაშვილი, ვ. კლუხოვი, ოთარ ლომიძე, რეზო ესაძე, ანა ლისიანსკაია, ზინაიდა შარკო
 

ხმაურიან ქალაქურ ეზოში გაზრდილ მუსულმან მურადს თავისი უბნელი ქალიშვილი, ბელორუსი ანია შეუყვარდება. ანია მურადისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდება - მუსლიმთა წესის თანახმად, მშობლებმა მისთვის საცოლე აკვანშივე დანიშნეს. მურადის სიყვარულს ანიაც გაურბის, დედის გარდაცვალების შემდეგ ის ბელორუსიაში გადასახლდება. მურადი შეყვარებულს ვერ დაივიწყებს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ სამშობლოში ჩააკითხავს, მაგრამ ანია გათხოვილი დახვდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.