მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ცოდვის შვილები (1989)
ამ გვერდს გაეცნო 18762 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, დრამა, 7 ნაწილი, 1875 მეტრი (68 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: გურამ საძაგლიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: დიმიტრი გედევანიშვილი
მემონტაჟე: ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ (შალვა) ქირიკაშვილი (ქორძო), ზურაბ ყიფშიძე (მგელიკა), მარი (მარინა) ჯანაშია, ლეო (ლევან) ფილფანი, ამირან ტაკიძე, კარლო საკანდელიძე, გივი ხახიძე, პაატა ტარსიაშვილი, გაგა ალუდაური, ავთანდილ მახარაძე, გივი ჯაჯანიძე, თამაზ დანელია, ირაკლი ალუდაური, ი. არაბული, ნ. ლიქოკელი, ა. შეთეკაური, ნათელა ფალიაშვილი, პ. არაბული, ი. მარსაგიშვილი
 

ხევსურმა მგელიკამ ქისტი შეიპყრო და გამოსასყიდის მოლოდინში მტერი ერდოზე დააბა ძაღლივით. ჩამოთოვა. ქისტის გამოსახსნელად არავინ ჩანდა. მგელიკას ზედმეტი მჭამელის შენახვა გაუჭირდა, არაქრისტიანული საქციელისთვის ცოლ-შვილი და სოფელიც მოიმდურა. ვითომ შემთხვევით ქისტს გასაღები მიუგდო, მაგრამ ტყვემ უღირსად გაპარვა არ იკადრა და სიცივეში ამოხდა სული. მგელიკამ გარდაცვლილის ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქისტის ცოლ-შვილი. ხევსური შეძრა უმწეო ქალის და დაობლებული ბავშვების ცოდვამ, რომლებსაც გამოსასყიდად მარჩენალი საქონელი წამოეყვანათ და იქვე მოიკლა თავი.

ფესტივალები და პრიზები:
  • გრან-პრი და კათოლიკური კინოცენტრის სპეციალური პრიზი, მონტეკარლოს სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი;.

  • ჟიურის სპეციალური პრიზი ტოკიოს (იაპონია) ტელეფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი (1991).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.