მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წარსული მუდამ ჩვენთანაა (1989)
ამ გვერდს გაეცნო 11581 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 12 ნაწილი, 3439 მეტრი (124 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვრები: ვახტანგ გაბუნია, ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟეები: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი, ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: ლადო ჩაკვეტაძე (სავლე - ბავშვობაში), ლევან ფანჩულიძე (სავლე), გიორგი თავაძე (რეზო), ირაკლი აფაქიძე (სულხანი), ირინე ჟღენტი (ეთერი), ია ფარულავა (მარიანა), ლევან კიტია (გია), ედუარდო პარკერ ჩავეს ხავიერ (ანტონიო), ბორის ბაჩურინი (ვალენტინ), თეა ჭკუასელი (ირა ღლონტი), ირაკლი კერვალიშვილი (ბოლოკა), ალექსანდრე მეძმარიაშვილი (მარგუნოვი), რუსლან მიქაბერიძე (დეკანი), ნანი ჩიქვინიძე (სავლეს დედა), რეზო თარხან-მოურავი (სავლეს მამა), ალექსანდრე ბასოვი (ვაინშტოკი), გიორგი (გია) ბართაია (მეძმარიაშვილი), ზურაბ საკანდელიძე (მელიავა), მიხეილ ვაშაძე (სასაფლაოს მუშა), სულხან ცინცაძე, თამარა ბელოუსოვა-შოთაძე, თ. რატიანი, ვ. ქავთარაძე, მედეა შელეგია, მედეა ბიბილეიშვილი, ვ. კაბიტაია, ვოლდემარ გრუზეცი, სერგეი (უმც) სტოლიაროვი, ეთერ გუგუშვილი, რევაზ (რეზო) ჩხეიძე, ლ. მატიუხოვა, მ. ადეიშვილი, მიხეილ იოფე, ვიქტორ ზახაროვი, დ. შამატოვა, ლევ გავრილოვი
 

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მოსკოვის ერთ–ერთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ამბავს ასახავს. სამშობლოდან შორს, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი ნიჭიერი გოგო-ბიჭების მხიარული თავგადასავლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალი წლის შემდეგ, როდესაც უკვე ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები ახალგაზრდობის წლებს სინანულითა და სითბოთი იხსენებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.