მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბესამე (1989)
ამ გვერდს გაეცნო 13629 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 10 ნაწილი, 2753 მეტრი (99 წთ.)
სს "ქართული ფილმი", ფირმა "მიგელ სანჩეს ინფანტე" (ესპანეთი), ბასკეთის ტელევიზია 

დამდგმელი რეჟისორი: ნინო ახვლედიანი
სცენარის ავტორები: გურამ დოჩანაშვილი, ნინო ახვლედიანი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
დამდგმელი მხატვარი: ვაჟა ჯალაღანია
კომპოზიტორი: ვახტანგ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: დავით გაბუნია (ბესამე), რევაზ (უმც) თაბუკაშვილი (ბესამე), ნუგზარ ცომაია (ბესამე), კახი კავსაძე (მაესტრო), გიორგი (გოგი) ხარაბაძე (რექსაჩი), მურმან ჯინორია (კარტუზო), გიზო ჟორდანია (ჰერცოგი), ნინო ქორიძე (მაესტროს შვილიშვილი), ბექა ჯგუბურია (მევიოლინე), გიორგი დევდარიანი (აღსადგენელი), მიხეილ დევდარიანი (აღსადგენელი), ვაჟა აფრასიძე (აღსადგენელი), მიშიკო ლობჟანიძე (აღსადგენელი), გოჩა გიორგაძე (აღსადგენელი), ოთარ ბაგრატიონი (აღსადგენელი), ლადო გაბაშვილი (აღსადგენელი), კახა ჩხაიძე (აღსადგენელი), ხოსე მარია რიო დე ბელესტერო (აღსადგენელი), ბერტა ხაფავა, ა. მამაცაშვილი, თენგიზ გიორგაძე, გ. მიროტაძე, შ. ჯუღელი

ფილმში გამოყენებულია ფრაგმენტები ბეთჰოვენის, მოცარტის, პაგანინის, ბახისა და კუპერენის ნაწარმოებებიდან
 

ფილმი-ალეგორია. მწყემს ბიჭს ბესამეს ბედი გაუღიმებს, მოხუცი მაესტროს დახმარებით კონსერვატორიის სტუდენტი გახდება და ფლეიტაზე დაკვრის სწავლას დაიწყებს. მაესტროს წესიერებით თავმობეზრებული მთავარმართებელი და სხვა შურიანები მოხუცის თავიდან მოშორებას გადაწყვეტენ, ბესამეს კი ცხოვრების დაუნდობელი წესების შესასწავლად გამოსასწორებელ კარცერში გამოამწყვდევენ. აქ მას წამებით სულს გაუუხეშებენ, მუსიკას დაავიწყებენ, ფულს შეაჩვევენ, მძლეთამძლე ცხოველად აქცევენ. ბესამეს მეტამორფოზა თვით მოძალადეებსაც კი შეაშინებს – მას ხელში ბრახუნა დოლს შეაჩეჩებენ და ქალაქის გამღვიძებლად დანიშნავენ. ყმაწვილს ისევ მაესტრო იხსნის – ფლეიტის ხმა ბესამეს მთელ სიბინძურეს ჩამორეცხს, სიყვარულსა და თავისუფლებას დაუბრუნებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.