მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მარტოხელა მონადირე (1989)
ამ გვერდს გაეცნო 21166 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, დრამა, 15 ნაწილი, 3976 მეტრი (144 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორები: ნიკიტა მიხალკოვი, ვიქტორ მერეჟკო, ალექსანდრე ადაბაშიანი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ დოლიძე, ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე (ანდრო), ნინელი ჭანკვეტაძე (ხათუნა), კახი კავსაძე (ვახტანგი), მარი (მარინა) ჯანაშია (მარიკა), ზაზა მიქაშავიძე (მიხო), დავით სალუქვაძე (გუჯა), ნანა ლორთქიფანიძე (თათული), ნინო ვაჩნაძე (ნათია), მიხეილ (უფრ) ჯოჯუა (მაკალათია), რევაზ იმნაიშვილი (ძაძამიძე), დავით კვირცხალია (ენძელაძე), თამაზ თოლორაია (კალანდაძე), ლიზა ბაგრატიონი (ლიზა), სალომე ლეკიშვილი (სალომე), სოფიო (შურა) ნიკოლიშვილი (მაკალათიას ცოლი), დარეჯან ჯოჯუა (ძაძამიძის ცოლი), ლია კაპანაძე, გიორგი თოლორდავა, დალი ჩიტალაძე, გივი დგებუაძე, ქეთევან ესანაშვილი, თორნიკე ბზიავა
 

ხათუნა თვლის, რომ მის და ანდროს ოჯახურ ბედნიერებას მხოლოდ შვილი აკლია, მაგრამ ცხოვრება სხვა განსაცდელს უმზადებს - ხათუნას მთვრალი მოძალადეები გააუპატიურებენ. ცოლ-ქმრის გაუცხოება ამ დღიდან იწყება. მუდმივად დანაშაულის გრძნობით დათრგუნულ ხათუნას ქმართან ურთიერთობის ძალა აღარ შესწევს. ანდრო სახლიდან მიდის, მოძალადეთა ვინაობას დაადგენს და მათ დანაშაულის აღიარებას აიძულებს. მოძალადეები ფულს შესთავაზებენ. ანდრო მახეს დაუგებს. დამნაშავეებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ანდრო სასიკვდილოდ გაიმეტებს, ღირსებააყრილნი, მუხლმოდრეკით თხოვენ პატიებას. ანდრო მათ ფულს მიუყრის და ცოლს დაუბრუნდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.