მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მეტიჩარა (1988)
ამ გვერდს გაეცნო 15849 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2325 მეტრი (84 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია
სცენარის ავტორები: ანატოლი გალიევი, ედუარდ ტროპინინი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ ნიკონოვი, მიხეილ ინასარიძე
მემონტაჟე: ნ. ეგეტაშვილი
მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე (ნინიკო), თეიმურაზ ნაცვლიშვილი (რობინზონ), ნატო წულაია (ლია), შოთა ქრისტესაშვილი (ალექსი), პავლე ნოზაძე (გერონტი), თამარ სხირტლაძე (მარო), გიზო სიხარულიძე (ფარნაოზ), ნინო ხომასურიძე (ლიზიკო), აბრეკ ფხალაძე, ბადრი კაკაბაძე, ზურაბ ბეგალიშვილი, კოტე ბურჯანაძე, ტატიანა ლავრენტიევა, ალექსანდრე გეგეჭკორი, რ. ინაძე
 

ბათუმელი ფოტოგრაფი რობინზონი მოუთმენლად ელის თბილისიდან შვილის, ნინიკოს ჩამოსვლას, რომელიც ცოლთან გაყრის შემდეგ აღარ უნახავს. მამინაცვლის ხელში გაზრდილ ბავშვს მამასთან ურთიერთობა უჭირს. შვილის გაუცხოებით გულნატკენი რობინზონი მას დელფინარიუმიდან გაპარული დელფინის, "მეტიჩარას" საიდუმლოს გაანდობს, რომელიც ლაღად ცხოვრობს ზღვაში და ნაპირთან მხოლოდ რობინზონის ნიშანზე მოცურდება. დელფინთან მეგობრობა ნინიკოს სრულიად შეცვლის. თბილისში დაბრუნებულს, გული მამისა და "მეტიჩარასკენ" მიუწევს. რობინზონი დატყვევებულ დელფინს გაათავისუფლებს, რისთვისაც მას სასტიკად სცემენ. "მეტიჩარა" მის დასახმარებლად გამოცურავს, ნაპირზე გამოირიყება და დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.