მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მამა, შვილი და ნიავი (1988)
ამ გვერდს გაეცნო 7344 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი, 2074 მეტრი (75 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი (გოგიტა) ჭყონია
სცენარის ავტორი: დავით ჩუბინიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ნუგზარ ერქომაიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ნუგზარ ტარიელაშვილი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: იმერი მანჯგალაძე
მონაწილეობენ: ნატაშა შენგელაია, ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი, ვახტანგ ასათიანი, დარეჯან ხარშილაძე, სულიკო გაბისონია, ვახტანგ მუსხელიშვილი, დავით ჩუბინიშვილი, მიხეილ მუსხელიშვილი, იური გრიგორიანი, ვარაზდატ ხაჩატურიანი, თემურ ჩაჩავა, ბესო შერმადინი, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, ვალერი შჩედრინი
 

გამარჯვებული არც ერთ ომს არ ჰყავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრონტიდან დაბრუნებულ შალიკოს უნდა ომი დაივიწყოს, წამოზრდილ შვილთან ერთად ცხოვრება თავიდან დაიწყოს, მაგრამ ომში განცდილი მუდამ თან სდევს. შალიკოს კონფლიქტი მოუვა გამყიდველთან, რომელიც დეფიციტურ ფქვილს ზედმეტ ფასად ყიდის. ჩხუბში სასტიკად ნაცემი გამომჯობინების შემდეგ შეიტყობს, რომ ჩხუბის შემსწრე მის შვილს შიშისგან ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა. გამწარებული მამა გამყიდველს მოკლავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.