მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


აშუღ-ყარიბი (1988)
ამ გვერდს გაეცნო 7632 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 8 ნაწილი, 2099 მეტრი (80 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორები: დოდო აბაშიძე, სერგო (სარქის) ფარაჯანოვი
სცენარის ავტორი: გია ბადრიძე
დამდგმელი ოპერატორი: ალბერტ იავურიანი
დამდგმელი მხატვრები: გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი, შოთა გოგოლაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, კარენ დავიდოვი, ბესიკ გელაშვილი, ეკატერინე (ეკა) მაღალაშვილი, ელენე კანდელაკი, ალექსანდრე ვლასოვი
კომპოზიტორი: ჯავანშირ ყულიევი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: მ. პონომარენკო
მონაწილეობენ: იური მდოიანი, სოფიკო ჭიაურელი (დედა), რამაზ ჩხიკვაძე, კონსტანტინე სტეპანკოვი, ბაია (ბარბარე) დვალიშვილი, ვერონიკა მეტონიძე, დავით დოვლათიანი, ლევან ნატროშვილი, სლავა სტეპანიანი, ნოდარ დუგლაძე, თამაზ ვაშაკიძე
 

ახალგაზრდა აშუღ-ყარიბი სატრფოს ნათესავებმა სიღარიბის გამო დაიწუნეს. ვაჟი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბოროტს ბევრჯერ გადაეყარა, მაგრამ ბოროტითვე არ უპასუხა, ტყვეობაში სიმღერაც ვერ შეძლო. შიშველიც იყო და მდიდრული სამოსიც ემოსა, თუმცა გემო მხოლოდ საკუთარ ღარიბულ კერაზე გამომცხვარ პურს ჩაატანა. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ კი შეიცნო და ერთგულ სატრფოს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა.

ფესტივალები და პრიზები:
  • ევროპული კინოს აკადემიის პრემია "ფელიქსი" საუკეთესო მხატვრის ნომინაციით (შ. გოგოლაშვილს, გ. ალექსი-მესხიშვილს, ნ. ზანდუკელს), დასავლეთ ბერლინი (1988).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.