მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ორშაბათი (1987)
ამ გვერდს გაეცნო 5523 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, 2 ნაწილი, 410 მეტრი (15 წთ.)
სს "ქართული ფილმი", შემოქმედებითი გაერთიანება "დებიუტი" 

დამდგმელი რეჟისორი: ნარგიზა გარდაფხაძე
სცენარის ავტორი: მიხეილ კობახიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი (გოგა) ხაინდრავა
დამდგმელი მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
კომპოზიტორი: ენრი ლოლაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მონაწილეობენ: ნუგზარ (ნუკრი) მაღალაშვილი, მედეა ნემსიწვერიძე
 

ქუჩაში მიმავალი ქალი და მამაკაცი წამით ერთმანეთზე შეაჩერებენ მზერას. მას შემდეგ შემთხვევით კიდევ არაერთხელ შეხვდებიან. თვალებით საუბრობენ. ქალს მომავალი ურთიერთობის მოლოდინი ავსებს, მაგრამ მამაკაცი აღარ ჩანს. ქალი ვერასოდეს გაიგებს, რომ ერთხელ, როდესაც მამაკაცი ჩვეულ ადგილზე მის გამოჩენას ელოდა, მას მანქანა დაეჯახა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.