ხარება და გოგია (1987) ამ გვერდს გაეცნო 17527 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 2 სერია, სათავგადასავლო, 15 ნაწილი, 3852 მეტრი (143 წთ.) სს "ქართული ფილმი"
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია ფილმის ჩვენება
თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს – ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს.