მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ბრავო, ალბერ ლოლიშ ! (1987)
ამ გვერდს გაეცნო 10375 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა/რეტრო, 10 ნაწილი, 2625 მეტრი (95 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ თავაძე
სცენარის ავტორი: ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორები: იური კიკაბიძე, გია კუსრაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: გივი გაჩეჩილაძე
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: თამაზ მჭედლიძე, თამაზ კვატაშიძე
მემონტაჟე: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ ყიფშიძე (ალბერ ლოლიში), ნინელი ჭანკვეტაძე (ბეტი), ედიშერ მაღალაშვილი, გიორგი (გია) ბურჯანაძე, ნინო სუხიშვილი, დათო ბახტაძე, გურამ ჩხარტიშვილი, ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი, ვარლამ ინწკირველი, გია ბადრიძე, ელენე ყიფშიძე, ნიკოლოზ დგებუაძე, ზაზა მიქაშავიძე, გია გამყრელიძე-ძნელაძე, ანზორ ჟვანია, გოგი სხირტლაძე, ჯუმბერ ჟვანია, ი. ბარათაშვილი, ქართლოს მარადიშვილი (ახმედი), კ. მემარნიშვილი, ზ. ბიჭინაშვილი, მიხეილ (უმც) ჯოჯუა, გია აბესალაშვილი, გია გაგლოშვილი, შ. ებიაშვილი, ნაირა კიკვილაშვილი, მაია ხომერიკი, მ. მარკაროვი
 

ქალაქში პირველი ავტომობილის გამოჩენა თბილისელ მდიდარ საქმოსანთა დაინტერესებას იწვევს. ფრანგი ახალგაზრდა ალბერ ლოლიში, რომელიც ტრანსპორტის ამ ახალ სახეობას უწევს პროპაგანდას, მთელი ქალაქის მანდილოსანთა, მათ შორის ბეტი ზანდუკელის გულსაც იპყრობს. ბეტის მამა გამოარკვევს, რომ ლოლიში ფრანგული საავტომობილო ფირმის წარმომადგენელი კი არ არის, ერთი ღარიბი თვითმარქვია თბილისელია, რომელმაც ავტომობილი საკუთარი ხელით ააგო. მანქანის დამტვრევის შემდეგ ლოლიში ახალ ავანტიურას იწყებს და საქმოსნებს ნავთობის მომპოვებელ კომპანიაში ურჩევს ფულის დაბანდებას. თავადაზნაურები და მოტყუებელი საქმოსნები ლოლიშს დევნიან და კლავენ, როდესაც ის საჰაერო ბურთით ცაში აფრინდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.