საბჭოთა ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე ვარლამ არავიძე რეპრესიების წნეხქვეშ ამყოფებს და სასიკვდილოდ წირავს უდანაშაულო თანამოქალაქეებს. წლების შემდეგ მის მიერ განადგურებული ოჯახის შვილი, ქეთევან ბარათელი ვარლამს საფლავიდან ამოთხრის და მომხდარით შეძრწუნებულ საზოგადოებას არავიძის ბნელი საქმეების შესახებ უამბობს. წინაპრის მიერ განვლილი, ცოდვებით დამძიმებული გზის გააზრება არავიძის შვილიშვილს, თორნიკეს მამასთან მწვავე კონფლიქტამდე და თვითმკვლელობამდე მიიყვანს.
ფესტივალები და პრიზები:
ჟიურის სპეციალური დიდი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი.
პრიზი "ოქროს ჰიუგო", ჩიკაგოს (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალი;.
იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნული ასოციაციის პრემია წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის (1987).