მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ოჯახი (1985)
ამ გვერდს გაეცნო 10095 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, დრამა, 3 ნაწილი, 684 მეტრი (25 წთ.)
სს "ქართული ფილმი", შემოქმედებითი გაერთიანება "დებიუტი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნანა ჯანელიძე
სცენარის ავტორი: ნანა ჯანელიძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე გვასალია
დამდგმელი მხატვარი: ლევან ჭოღოშვილი
კომპოზიტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: ლალი ლაფანაშვილი
მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი), თინათინ მეფისაშვილი (ცუცა), ნათელა მახალდიანი (გოგუშკა), ლია ელიავა (გურანდა), ლიკა ქავჟარაძე (ქეთი), ქეთევან აბულაძე (მაიკო), ნელი ქუთათელაძე (მერი), მზია მახვილაძე (ზეინაბი), გოგი ქავთარაძე (რეზო), ლელა ცისკარიშვილი (ლელა), თორნიკე აბულაძე (გივიკო)
 

ფილმი ყოველდღიურ ყოფით წვრილმანებში ჩაფლული ერთი თბილისური ოჯახის ცხოვრებას ასახავს. ქეთის დისერტაციის დაცვა კარზე აქვს მომდგარი, პირადი ცხოვრებისა და ოჯახისთვის ვერ იცლის, მისი ქმარიც მუდამ სამსახურის საქმეებით არის დაკავებული. ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ხანდაზმული რუსო ჩიტივით გაფრენილ ცხოვრებას მისტირის. უფროსების ფაცი-ფუცის ჩუმი დამკვირვებლები და შემფასებლები ბავშვები არიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.