მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მევლუდი (1985)
ამ გვერდს გაეცნო 26860 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ისტორიულ-ბიოგრაფიული, 8 ნაწილი, 2159 მეტრი (78 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ სანიშვილი, ნუგზარ შატაიძე
დამდგმელი ოპერატორი: დუდარ მარგიევი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: გომარ სიხარულიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟეები: მარინა კოლხიდაშვილი, ლალი ლაფანაშვილი
მონაწილეობენ: ზურაბ ცინცქილაძე (მევლუდი), გიორგი გელოვანი (თოფან ბეგი), გივი ჩუგუაშვილი (კაზანჯოღლი), ეკა ქუთათელაძე (ფატი), მანუჩარ შერვაშიძე (შევქეთ აღა), ამირან ქადეიშვილი (ერმილე მამალაძე), ნოდარ იაკობიძე (ცევაძე), შოთა სხირტლაძე (ილია ხელაძე), მ. გათენაძე (ნუარი), მალხაზ ბებურიშვილი (ჭანუყვაძე), ც. ბრეგვაძე, ტატიანა ლავრენტიევა, იგორ ბალა, ალექსანდრე ავჩინიკოვი, სერგეი ხარჩენკო, ლერი გაფრინდაშვილი, გ. მიხელიძე, ქართლოს მარადიშვილი (თავადი – ლევან მიქელაძე), ვალენტინა სიომინა, მიხეილ მინეევი, კოტე ბურჯანაძე, ნოდარ სოხაძე, შალვა აბაშიძე, კ. ბადიცკი, იური ჯიჯეიშვილი, გივი ჯაჯანიძე, ვ. გაგუა, ვლადიმერ ჩიტიშვილი, ვოლდემარ გრუზეცი, ც. მამალაძე, ა. კიპკოტაძე

გადაღებულია პარმენ ლორიას რომანის მიხედვით
 

პოლიცია აჭარის ჩაგრული მოსახლეობის ქომაგის მევლუდ დიასამიძის სახელის გატეხას ცდილობს. მას რომ ვერ ჩაიგდებს ხელში. მის ცოლ-შვილს შეიპყრობს. მევლუდი მეფის მოხელეს, თოფჩან-ბეგს მიუხტება და დატყვევებულთა გათავისუფლებას მოსთხოვს. მევლუდის ვაჟკაცობით მოხიბლული ბეგი ფულს და ოსმალეთში გაქცევას შესთავაზებს, მაგრამ მევლუდი ხიზნობას სამშობლოში სიკვდილს არჩევს. მას ღალატით შეიპყრობენ და აიძულებენ რევოლუციონერებთან კავშირი აღიაროს. ადვოკატი დუმბროვსკი გლეხის გაყაჩაღებას სოციალური უსამართლობით ახსნის და სასიკვდილო განაჩენს კატორღით შეაცვლევინებს. თოფჩან-ბეგი მევლუდს იარაღს გადასცემს და კვლავ გაქცევას ურჩევს. გაქცევის მცდელობისას მევლუდს მოკლავენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.