მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სკაპენის ოინები (1984)
ამ გვერდს გაეცნო 9549 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 2 სერია, კომედია, 14 ნაწილი, 3605 მეტრი (130 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ (უმც) კალატოზიშვილი
სცენარის ავტორი: ლეონიდ ზორინი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: თეიმურაზ არჯევანიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: არჩილ გომიაშვილი (სკაპენი, რეჟისორი), გურამ ლორთქიფანიძე (სილვესტერი), ლეო ანთაძე (გერონტი), იმედა კახიანი, ნინელი ჭანკვეტაძე (ზერბინეტა), ნინო ბურდული (გიაცინტა), ლევან აბაშიძე, ვლადიმერ პინჩევსკი, თამარ სხირტლაძე, ლია გუდაძე, ბაადურ წულაძე, სიმონ დაშტუ, თეა (ნათელა) გაბუნია, გიორგი (გია) მატარაძე, ვოლდემარ გრუზეცი, ლიანა მკრტიჩიანი, ნიკოლოზ კიკვაძე, გია ბალანჩივაძე, ვალერი შატაკიშვილი, ვასილ კოჭლამაზაშვილი, ხ. კაკალაშვილი, გიორგი კოკოჩაშვილი, შალვა კოკოჩაშვილი
 

მოლიერის პიესის მიხედვით. ორ დიდგვაროვან მეგობარს პირად ცხოვრებაში სირთულეები შეექმნება: ერთს მამის შერჩეული ქალის ცოლად შერთვა არ სურს, მეორე მშობლის დაუკითხავად, ფარულად დაქორწინდება საყვარელ ქალზე. მოხერხებული მსახურის, სკაპენის გამჭრიახობის წყალობით ახალგაზრდა ბატონები მშობლების რისხვას გადაურჩებიან. უკმაყოფილო არც სკაპენი დარჩება - მდიდარ მამიკოებს გვარიან თანხას დასტყუებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.