მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ზოგი ჭირი მარგებელია (1984)
ამ გვერდს გაეცნო 21822 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2311 მეტრი (83 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი
სცენარის ავტორი: პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორები: ვიქტორ ანდრიევსკი, ედუარდ გრიგორიანი
დამდგმელი მხატვარი: ნოდარ სულემანაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ირაკლი გიგაური
მემონტაჟეები: როზა ჯიკაევა, ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: თემურ ქამხაძე (ბერუა), ანა ნიჟარაძე (სოფო), ლაურა რეხვიაშვილი (დარეჯანი), ლეო (ლევან) ფილფანი (ბეწინა), ვარლამ ნიკოლაძე (ზურაბი), კონსტანტინე (კოტე) თოლორაია (ზაქარა), თამარ სხირტლაძე (მარინე), გია ჯაფარიძე (ჩალხია), რეზო ესაძე (სოსიკა, გასპარა), ბორის წიფურია (ხიზანა), ბერტა ხაფავა (მართა), მანანა ცხოვრებოვა (ლელა), შოთა ბეჟაშვილი (სარქისა), დავით დვალიშვილი (მიხო), ლერი ზარდიაშვილი (თოთია), მზია არაბული (მარგალიტა), ლია სულუაშვილი (სალომე), ვასილ კახნიაშვილი (ჯაბანა), ნაზი კეჭაყმაძე (თამარა), ჯუმბერ ძიძავა (დიაკვანი), მიხეილ ვაშაძე (ნინია), ოთარ გუნცაძე (გეგენა), კარლო ქართველიშვილი (შალვა), თამარ (II) დათუაშვილი (თებრო), ნუკრი ფაცურია (ონოფრე), ქეთევან ბოჭორიშვილი, მარგო გვარამაძე, გ. ვახტანგიშვილი, ციალა გიგაური, მ. თევდორაშვილი, შალვა ხერხეულიძე, ვახტანგ მიხელიძე, ბონდო გოგინავა, გივი ჩუგუაშვილი
 

ქვრივი დარეჯანის ერთადერთ ვაჟს ბერუას შეძლებული გლეხის ქალიშვილი სოფო უყვარს, მაგრამ სოფოს მშობლებს ქალიშვილისთვის სხვა სასიძო ჰყავთ შერჩეული. სოფელში ხმა ვრცელდება ქოლერის ეპიდემიის შესახებ, შეშინებული სოფლელები ტყეში გაიხიზნებიან. ბერუა და სოფო დროს იხელთებენ და ჯვრის დასაწერად მღვდელს მიაკითხავენ. მღვედელი მოწმის გარეშე ჯვრისწერას არ თანხმდება. ქალ-ვაჟი ღამეს ზვინში გაათენებს. გაწბილებული მშობლები იძულებული ხდებიან ქალიშვილის გათხოვებას შეეგუონ. სოფელში ქოლერა არ აღმოჩნდება. ჭორი ავადმყოფობის შესახებ შეყვარებული ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.