მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჩიორა (1984)
ამ გვერდს გაეცნო 23434 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2358 მეტრი (85 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია
სცენარის ავტორი: გივი (ბესო) ოდიშარია
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: ალექსანდრე ბასილაია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ზურაბ ნადარაია
მემონტაჟე: მარინა კოლხიდაშვილი
მონაწილეობენ: ხათუნა ჩაგელიშვილი (მარი), თენგიზ გიორგაძე (ნიკა), გოჩა აფციაური (ჩიორა), ვაჟა ფირცხალაიშვილი (ნიკას მამა), ლია ელიავა (ნიკას დედა), თეა (ნათელა) გაბუნია (მარის დედა), კახა ღვინჯილია (მარის ძმა), თინათინ ბაბლიძე, მარიკა გოგიჩაიშვილი, გიორგი სულაძე, თამარ თუშიშვილი, ირაკლი კალანდაძე, ლია კაპანაძე, ზურაბ (კუკური) ლაფერაძე, ელენე (ჩიტო) ლანდია, ნოდარ მასხულია, ლიანა მიქაშავიძე, ნ. მიტანიკი, ი. ოქროპირიძე, სოსო პაჭკორია, გიზო სირაძე, ც. სანგულია, შოთა სხირტლაძე, გიორგი (გიო) ხვადაგიანი, მარიკა ტყეშელაშვილი, შ. ხუხაშვილი, ო. ხარაძე, ფ. მელანია, მ. ბობოხიძე, ვ. ჯობავა, ი. ძაგანია, კ. სანაია, ლია ხაჩატუროვა, ივანე ჩხეიძე
 

მარიმ და ნიკამ დაქორწინება გადაწყვიტეს და ზღვისპირა ქალაქში გაიპარნენ. ცოლ-ქმარს არ ჰგავდნენ და ბინაში არავინ შეუშვა, ფულიც არასაკმარისი ჰქონდათ. დამშეულები ბარში შევიდნენ, მაგრამ მარის ბიჭები აეკიდნენ და ნიკა ჩხუბში გამოიწვიეს. ლაგოდეხელი ბიჭი, ჩიორა გამოესარჩლათ. შეყვარებულების ამბავი რომ შეიტყო, თავად ჯიბეცარიელმა, მათი დახმარება მოინდომა, ალალად, გულით - ხან ნიძლავით, ხანაც ეშმაკობით რამდენჯერმე იშოვა ფული, მაგრამ ბედმა უმტყუნა, სასიკვდილოდ დაშავდა და დაიღუპა. ჩიორას გულწრფელი, თავდაუზოგავი სიყვარულით მოხიბლულ მარის ნიკას გრძნობაში ეჭვი შეეპარა და ქალაქში დაბრუნებისთანავე მიატოვა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.