მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984)
ამ გვერდს გაეცნო 13512 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 11 ნაწილი, 2830 მეტრი (98 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: ერლომ ახვლედიანი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ლევან პაატაშვილი
დამდგმელი მხატვრები: ბორის ცხაკაია, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია
კომპოზიტორი: გუსტავ მალერი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
მემონტაჟე: სოფიო მაჩაიძე
მონაწილეობენ: გია ფერაძე (ლეკო თათაშელი), ლევან აბაშიძე (ნიკუშა ჩაჩანიძე), ზურაბ ყიფშიძე (ელიზბარ წერეთელი), რუსუდან ქვლივიძე (თეკლა წერეთელი), რუსლან მიქაბერიძე (შალვა წერეთელი), მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი (დავით იტრიელი), ლილი იოსელიანი (ეფემია წერეთელი), თემო ჯაფარიძე (გიორგი ოცხელი), ქეთევან ორახელაშვილი (გურანდუხტი), ზინაიდა კვერენჩხილაძე (გულქანი), ია რჩეულიშვილი, ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი, რამაზ იოსელიანი, თემურ ბიჭიაშვილი, ნიკოლოზ (ბიჭიკო) ანდრონიკაშვილი, დევი ივანოვ-ჩიქოვანი, პაატა ბარათაშვილი, გიორგი (გოგი) მარგველაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, ლაურა რეხვიაშვილი, ლევან თურმანიძე

გადაღებულია ოთარ ჩხეიძის რომანის ბორიაყის მიხედვით
 

1905 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი. ქვეყნად რეაქციული ძალები დათარეშობენ, პროგრესსა და თავისუფალ სულს ებრძვიან, მოაზროვნეებსა და პატრიოტებს სპობენ. ადამიანებს ჩიხიდან თავის დაღწევა უნდათ, მაგრამ შიშით დათრგუნულებს წინააღმდეგობის გაწევა არ შუძლიათ – მუდამ ვიღაც მხსნელის მოლოდინში არიან. ამიტომაც არის, რომ ხალხური სიმღერების შესაკრებად ჩასულ ახალგაზრდა კომპოზიტორს, ნიკუშას, შეთქმულების ორგანიზატორად მიიჩნევენ. ნიკუშა და მისი თანამგზავრი ლეკო თათაშელი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებიან. ლეკო არარსებულ დანაშაულს დაიბრალებს და თავს ჩამოიხრჩობს, "განათლებულებს" ანუ ინტელიგენციას ერთად შეყრიან და დახვრეტენ.

ფესტივალები და პრიზები:
  • "ვერცხლის დათვი" საუკეთესო რეჟისურისათვის დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი (1986).

  • ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრიზი წლის საუკეთესო ფილმისთვის (1987).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.