მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სანამ წვიმა გადივლიდეს (1984)
ამ გვერდს გაეცნო 15352 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მელოდრამა, 9 ნაწილი, 2335 მეტრი (84 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი: ლაშა თაბუკაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორები: დავით თორაძე, გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ: მედეა ჯაფარიძე (სალომე), თენგიზ არჩვაძე (ვახტანგი), ირაკლი ჭანტურია (გია), ნინელი ჭანკვეტაძე (ელისო), ნინო ბურდული (ნონა), გიორგი (გიო) ხუციშვილი (კახა), გივი თოხაძე, ლია კაპანაძე, ნანა მჭედლიძე, კახი კავსაძე, თამარ ციციშვილი, ბონდო გოგინავა, იაკობ ტრიპოლსკი, გიორგი გელოვანი, ვასილ რცხილაძე, ომარ გაბელია, დათო სოხაძე, ც. მჭედლიშვილი, ოთარ (II) ლითანიშვილი
 

ყოფილი პედაგოგის სალომეს ყოველდღიური შეგონებები ზნეობასა და თანამედროვე ახალგაზრდების გულგრილობაზე თავს აბეზრებს მის სტუდენტ ვაჟიშვილს, გიას, რომელიც დედის შეხედულებებს ძველმოდურად მიიჩნევს. სალომე მეუღლეს სთხოვს, გიას ღირებულებების გარკვევაში დაეხმაროს. შვილთან საუბრის შემდეგ ვახტანგი დაასკვნის, რომ საგანგაშო არაფერია, გია წესიერი ახალგაზრდაა და დროის შესაფერისად ცხოვრობს. ოჯახის წევრთა ურთიერთობას სალომეს ავადმყოფობა შეცვლის. მამა-შვილი გადაწყვეტს სალომეს ოცნება აუსრულოს და სამოგზაუროდ ლიტვაში წაიყვანოს. მოგზაურობაში გია ელისოს შეხვდება, რომელმაც თბილისში ერთ წვიმიან დღეს თავი დაამახსოვრა. დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ხშირად ისმის მისი საყვარელი ძველი ვალსის მელოდია.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.