მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ამბავი სურამის ციხისა (1984)
ამ გვერდს გაეცნო 17133 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2333 მეტრი (88 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: დოდო აბაშიძე, სერგო (სარქის) ფარაჯანოვი
სცენარის ავტორი: ვაჟა გიგაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იური კლიმენკო
დამდგმელი მხატვარი: ალექსანდრე ჯანშიევი
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: მ. პონომარენკო
მონაწილეობენ: ვერიკო ანჯაფარიძე (ვარდო), დოდო აბაშიძე (ოსმან აღა), სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), დუდუხანა წეროძე, თამარ ციციშვილი, გივი თოხაძე, აბესალომ ლორია, ზურაბ ყიფშიძე (დურმიშხანი), ლევან უჩანეიშვილი, მზია არაბული, ნოდარ დუგლაძე, ლელა ალიბეგაშვილი, თამაზ დანელია, გიორგი (გია) ბურჯანაძე, გეგი გუჯეჯიანი, პაატა ბარათაშვილი, ვ. მდოიანი, მალხაზ გურგენაშვილი, მანანა ცხოვრებოვა, გარი ამბარცუმოვი, ვლადიმერ ჩიტიშვილი, გ. აბაიშვილი, გ. ტუღუში, ვ. კირილენკო, ელენე ყიფშიძე, ოლია ჯანიაშვილი, ო. დიდებულიძე, თ. არჯანოვი, ლ. არჯანოვი, ნინო ჩხეიძე, ს. სანტუნინი, კ. მოლაშხია
 

ფილმი დანიელ ჭონქაძის მოთხრობის თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ვარდუას სატრფო, დურმიშხანი, სახლს ტოვებს და სამუშაოს საძებნელად მიდის. დურმიშხანს გაუმართლებს – სარფიან საქმესაც იშოვის და მდიდარ საცოლესაც. ლოდინით გაწამებული ვარდუა მკითხავი გახდება და წლების შემდეგ მოღალატე შეყვარებულზე შურს იძიებს – მკითხავის რჩევით, იმისთვის რომ ციხე მტკიცე იყოს, სურამის ციხის კედელში ცოცხლად ჩააყოლებენ ზურაბს, დურმიშხანის ვაჟს.

ფესტივალები და პრიზები:
  • დიდი პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის, სიტხესის (ესპანეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1986).

  • როტერდამის კინოფესტივალის პრიზი (1986).

  • პრიზი საუკეთესო გახმოვანებისათვის, ბეზანსონის (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1986).

  • პრიზი "კრიტიკოსის დროშა" სან-პაულოს (ბრაზილია) საერთაშორისო კინოფესტივალი (1987).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.