მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ადამიანთა სევდა (1984)
ამ გვერდს გაეცნო 22389 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 10 ნაწილი, 2534 მეტრი (94 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორი: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ ამასიისკი
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: იმერი მანჯგალაძე, გურამ გოგუა
მემონტაჟე: როზა ჯიკაევა
მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავა, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, თამარ სხირტლაძე, ოლია ჯანიაშვილი, ეთერ შოთაძე, ლაურა რეხვიაშვილი, ნანა ჯორჯაძე, ზანდა იოსელიანი, მზია არაბული, დ. თარხნიშვილი, თამარ თეთრაძე, ელენე ყიფშიძე, ნინო ჩხეიძე, ლერი ზარდიაშვილი, აკაკი ჩიკვაიძე, რამაზ იოსელიანი, ლია კაპანაძე, ნუცა მიქელაძე, ლევან (ლეო) სოხაშვილი, კონსტანტინე (კოტე) თოლორაია, ელენე ასლამაზიშვილი, ელგუჯა ბურდული, ლეო (ლევან) ფილფანი, ვლადიმერ (ლადო) ბურდული, აბრეკ ფხალაძე, გურამ პეტრიაშვილი, აბესალომ ლორია, კარლო საკანდელიძე (ბიბღაი), ტრისტან სარალიძე, ზურაბ (შალვა) ქირიკაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი
 

გუდამაყრელი ჩოხელები უცნაური ხალხია - საერთო სახლის აშენებაზე ოცნებობენ. დარდების შემგროვებელიც ჰყავთ – გამიხარდაი. ერთხელ დედაკაცი ამბავს მოიტანს – მეზობელ სოფელში ჩოხელებისთვის საპატარძლოს მიცემაზე უარი უთქვამთ. შეურაცხყოფილი ჩოხელები ქალ-კაციანა აიყრებიან და უარისმთქმელთ ყიჟინით თავს დაესხმიან. დაამარცხებენ და პირობას ჩამოართმევენ – ამიერიდან ჩოხელებისთვის უარის თქმა აღარ გაბედონ. გამარჯვებულებს "ომი" მალე მოსწყინდებათ, ოჯახებს დანატრებულნი, გზად გამიხარდაის შეგროვილ დარდებს მთის წვერზე მჯდომ თეთრნაბადა მოხუცს მიართმევენ გასაქარვებლად. მოხუცი ყველაზე მთავარს – ქვეყნის აღსასრულის მოახლოებაზე საყოველთაო დარდს ამოარჩევს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.