მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში (1912)
ამ გვერდს გაეცნო 18346 სტუმარი
დოკუმენტური ფილმი, 5 ნაწილი, 1200 მეტრი (44 წთ.) 

დამდგმელი რეჟისორი: ვასილ ამაშუკელი
სცენარის ავტორი: ვასილ ამაშუკელი
დამდგმელი ოპერატორი: ვასილ ამაშუკელი

1912 წელს ეკრანებზე გამოჩნდა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
დღეისათვის შემორჩენილია 330 მეტრის ფირი.
 

ფილმი ეძღვნება დიდ კლასიკოს პოეტს აკაკი წერეთელს (1840–1915). მის მოგზაურობას იმერეთის მთიან რაიონებში და რაჭა–ლეჩხუმში. ერთ–ერთი თანამგზავრი იყო ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი. მოხუცებული პოეტის მოგზაურობას დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მოგზაურობამ დიდი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ცხოვრებაში. პოეტი ქუთაისიდან გავიდა 1912 წლის 21 ივლისს და ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა გზაში. მოხუცები, ახალგაზრდები და ბავშვები პოეტს ეგებებოდნენ ყვავილებით და საჩუქრებით. ცხენებზე ამხედრებული ახალგაზრდები სროლითა და სიმღერით ხვდებოდნენ, ბევრი მათგანი მიყვებოდა გვერდით. მოგზაურობის დასასრულს პოეტის თანამგზავრთა რიცხვმა მიაღწია რამოდენიმე ასეულ კაცს. პოეტი უზომოდ ბედნიერი იყო. მისი აზრით საქართველო უკვე სხვა იყო ვიდრე ნახევარი საუკუნის წინ, ხალხი ესალმებოდა თავისუფალ მომავალს და მზად იყო მის მოსაპოვებლად. ყოველივე ეს სწორად განჭვრიტა ამაშუკელმა, ფილმში აჩვენა არა მარტო პოეტის პოპულარობა, არამედ ქართული ტრადიციები, ლიტერატურის სიყვარული საქართველოს უმშვენიერესი ბუნება და ხალხის მომავალი, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.