მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მაცივარში ვიღაც იჯდა (1983)
ამ გვერდს გაეცნო 14377 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 8 ნაწილი, 2038 მეტრი (74 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორები: ყარამან (გუგული) მგელაძე, ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
დამდგმელი მხატვარი: ნაუმ ფურმანი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟეები: ლალი ლაფანაშვილი, ეთერ თავაძე
მონაწილეობენ: ბიძინა ჩხეიძე (მერაბი), მაკა მახარაძე (ლია), ზურაბ ყუფუნია (ნიკუშა), რუსლან მიქაბერიძე (არსენა), დოდო აბაშიძე (ლიას მამა), თეიმურაზ ხელაშვილი (კოტე), ალექსანდრე (სანდრო) სავიცკი (გივი), ომარ გაბელია (შალვა), ელენე (ლიკა) ჭავჭავაძე (ლიას დედა), ლაურა რეხვიაშვილი (აზო), ვახტანგ ელიოზიშვილი (პროფესორი ბერიძე), ჟირაირ კარაპეტიანი (არტემ), ზურაბ კვირკველია (ანზორი), საბა პაპუაშვილი (ვასო), იპოლიტე ხვიჩია, ზურაბ კაპანაძე, ივანე საყვარელიძე, ირმა გურიელი, რევაზ თავართქილაძე, მარინა ჯაიანი, გოგი ჩხეიძე, ნანა ალადაშვილი, თამარ ბააკაშვილი, ნუგზარ ლორია, შალვა გედევანიშვილი, ვიგენ ვართანოვი, ნათია გაბიძაშვილი
 

ახალგაზრდა მეცნიერი მერაბი დიდი ხანია საგონებელშია ჩავარდნილი. ის და მისი მეუღლე ლია ქერათმიანები არიან. სხვა ნათესავებიც, მათი ვაჟიშვილი კი შავტუხაა და ხუჭუჭთმიანი. მერაბი ცოლზე ეჭვიანობს. მისი აღგზნებული გონება რას აღარ წარმოიდგენს – დარწმუნებულია, რომ ბავშვი სამშობიაროში შეუცვალეს. მოულოდნელად სტუმრად სხვა ქალაქში მცხოვრები სიდედრი ეწვევათ, რომელიც მერაბს არასდროს უნახავს. ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბებიას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.