მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ჯადოსნური ღამე (1983)
ამ გვერდს გაეცნო 16045 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ფილმი-ზღაპარი, 7 ნაწილი, 1773 მეტრი (64 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ფალავანდიშვილი
სცენარის ავტორი: ნუკრი მამულაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე სულამანიძე
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ჯულიეტა წოწონავა
მონაწილეობენ: თამაზ თოლორაია (დურგალი), რევაზ იმნაიშვილი (თერძი), ვახტანგ ფანჩულიძე (მკურნალი), ლევან უჩანეიშვილი (ოჩოპინტრე), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (იბრუხი), ეკა ვიბლიანი (ალვის სული), მაკა მახარაძე (ადგილის დედა), ნინელი ჭანკვეტაძე (იალთამზე), ირაკლი დოჩანაშვილი (ვაჟი), ონისე მოდებაძე (განძის მცველი)
 

მამის ანდერძის თანახმად, სამი ძმიდან მამისეული სახლის მფლობელი ის გახდება, ვინც ხელობას უკეთ დაეუფლება. ხელობის შესასწავლად ძმები ქვეყნის სხვადასხვა მხარეს წავლენ და 12 წლის შემდეგ კვლავ შეიყრებიან. დურგალი ძმა ხისგან ქალიშვილს გამოთლის. თერძი - შემოსავს, მესამე, მკურნალი კი ბალახებისგან დამზადებული წამლით ხის ქალიშვილს სულს ჩაუდგამს და გააცოცხლებს. ძმები მიხვდებიან, რომ შეძენილი ცოდნა ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მამისეულ სახლში ერთად გადაწყვეტენ ცხოვრებას.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.