მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქართლოსიანთა საკურთხეველი (1982)
ამ გვერდს გაეცნო 7416 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 4 ნაწილი, 1120 მეტრი (40 წთ.)
სს "ქართული ფილმი", შემოქმედებითი გაერთიანება "დებიუტი" 

დამდგმელი რეჟისორი: ალინა აბაშმაძე
სცენარის ავტორები: ალინა აბაშმაძე, ერლომ ახვლედიანი
დამდგმელი ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ქობულაძე
კომპოზიტორი: ზურაბ მჟავია
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მონაწილეობენ: ედიშერ (დავით) გიორგობიანი (მეფე ფარნაოზი), ირაკლი უჩანეიშვილი (აზანი, დამპყრობი), გია დარჩიაშვილი (მეფის მეგობარი), თამარ სხირტლაძე (ფარნავაზის დედა), ბერტა ხაფავა (მკითხავი), გია ლეჟავა (ქურუმი), ნატაშა შენგელაია (ფარნავაზის და), კირა მებუკე (ქურუმის მსახური), ბონდო გაგნიძე (დიდებული), ნუგზარ რუხაძე (დიდებული)
 

ფილმი ფარნავაზ მეფის ცხოვრების გარკვეულ პერიოდს ასახავს, როდესაც მან, სრულიად ახალგაზრდამ, მიზნად დამპყრობელი აზონის ქართული მიწიდან განდევნა დაისახა. ფარნავაზმა ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელა და აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს გაერთიანებული სამეფოს პირველი მეფე გახდა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.