მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


არაჩვეულებრივი რეისი (1982)
(კინოალმანახიდან "არაჩვეულებრივი რეისი")
ამ გვერდს გაეცნო 9522 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 4 ნაწილი, 1050 მეტრი (38 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ბიძინა ჩხეიძე
სცენარის ავტორი: ბიძინა ჩხეიძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე გვასალია
დამდგმელი მხატვარი: ვასილ არაბიძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: მამუკა კიკალეიშვილი, გურამ ლორთქიფანიძე (ამბერკი), ივანე საყვარელიძე, ზეინაბ ბოცვაძე, გრიგოლ წიტაიშვილი, ვაჟა ფირცხალაიშვილი, ალეკო ვასაძე, თამარ თვალიაშვილი, თამაზ თოლორაია, ბერტა ხაფავა, მიხეილ ვაშაძე, ალექსანდრე (სანდრო) სავიცკი, რუსლან მიქაბერიძე, ჟუჟუნა დუგლაძე, თამარ ქირიკაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, გულჩინა დადიანი, ელენე ასლამაზიშვილი, თინათინ სეფერთელაძე, იური ვასაძე, ემზარ ნიკოლაძე, გია გიგაშვილი, ჯემალ ტალაბაძე, ლია კაპანაძე, ეთერ კაპანაძე, ია ახობაძე, ტ. მერაბიშვილი, ავთანდილ მახარაძე, ნაირა მეფარიშვილი, ნანა ანდრონიკაშვილი
 

ყოველდღიურად ერთად მგზავრობის მიუხედავად სარეისო ავტობუსის მგზავრები ერთმანეთის მიმართ გულგრილნი რჩებიან. მძღოლი მათ დაახლოებას გადაწყვეტს. ერთ დილით მგზავრებით სავსე ავტობუსს ქალაქგარეთ "გაიტაცებს" და ტყეში მიატოვებს. აღშფოთებულ მგზავრებს სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ერთმანეთს გამოელაპარაკონ – მათ ყურადღებას ბუნების მშვენიერება მიიპყრობს, ერთმანეთს გულს გადაუშლიან... მძღოლი საღამო ხანს გამოჩნდება, ნასიამოვნებ მგზავრებს შეკრებს და ქალაქისკენ წამოიყვანს. ავტობუსიდან მხიარული სიმღერის ხმა ისმის.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.