მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ლომა, დავიწყებული მეგობარი (1982)
ამ გვერდს გაეცნო 16240 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 1842 მეტრი (67 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ბიძინა რაჭველიშვილი
სცენარის ავტორები: გივი ბუთხუზი, ბიძინა რაჭველიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: იგორ კრეპსი
დამდგმელი მხატვარი: მერაბ ჯოხაძე
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი
მონაწილეობენ: ვასილ კახნიაშვილი (გიორგი), ლეო (ლევან) ფილფანი, გრიგოლ წიტაიშვილი, მიხეილ ვაშაძე, ელგუჯა ქებაძე, ვახტანგ ფანჩულიძე, ტრისტან სარალიძე, დარეჯან ხარშილაძე, ბონდო გოგინავა, შოთა სხირტლაძე, ლ. ტონია, თენგიზ წულაია
 

გიორგი შვილის თხოვნას დაყვება და გამოსაზამთრებლად მასთან გაემგზავრება ქალაქში. დაცარიელებულ სოფელში გიორგის ეზო-კარს მხოლოდ ლომა, ერთი შეხედვით ავი კავკასიური ნაგაზი შემორჩება. დიდთოვლობით, მარტოობით, შიმშილით შეწუხებული ლომა მეზობელ სოფელს მიადგება. ძაღლი მაწანწალა ეგონებათ, ქვებს დაუშენენ, ხაფანგს დაუგებენ. ლომა დასახიჩრებული ფეხით შინ დაბრუნდება. გაზაფხულზე შინ დაბრუნებულ გიორგის ეზოდან ლომა გამოეგებება. მოხუცს ცრემლი მოერევა - ერთგულებაში ლომამ აჯობა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.