მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის (1981)
ამ გვერდს გაეცნო 11986 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დეტექტივი, 8 ნაწილი, 2116 მეტრი (76 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ბაადურ წულაძე
სცენარის ავტორები: გია ბადრიძე, ბაადურ წულაძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: მიხეილ (მიკა) ოძელი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: გურამ შუბლაძე, დიმიტრი გედევანიშვილი
მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი
მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავა (ზაზა), ზურაბ ყიფშიძე (ოთარი), თენგიზ წულაია (ჟუგა), ვიქტორ ნინიძე (კარპოვიჩი), გეგა კობახიძე (ნუკრი), ბაადურ წულაძე, გია ბალიაშვილი, ნანა გერასიმოვა, მონიკა გუნია, ივანე საყვარელიძე, გივი თოხაძე, ზურაბ (კუკური) ლაფერაძე, რაფიკა ხაჩატურიანი, გია ბადრიძე, გურამ ჩხარტიშვილი, აბესალომ ლორია, ნ. სკლიარენკო, ა. ქოჩორიანი, თემურ მაღრაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ვიქტორ ბარკოვსკი, ვლადიმერ ივანოვი, რუსუდან (ხათუნა) მჭედლიძე, ნ. მენაბდე, მანანა ორბელიანი
 

ციხიდან გამოპარული რეციდივისტი ოთარ ობოლაძე ძველ ქურდს, კარპოვიჩს აიძულებს ძარცვაში მონაწილეობაზე დათანხმდეს. საქმეში სტუდენტ ნუკრისაც ჩაითრევენ და მსხვერპლად ნუკრის მეგობრის მამას, ნიკო ჩლაიძეს აირჩევენ. ნიკო შვილის მეგობარს კარს გაუღებს, მაგრამ სანამ გაძარცვავენ, მოულოდნელად გულის შეტევით კვდება. კარპოვიჩი მონეტების მითვისებას შეეცდება. რისთვისაც მას ოთარი მოკლავს. გაქცეული ნუკრი მანქანით გადაიჩეხება. გამომძიებელი ზაზა ოთარის კვალს ბათუმში მიაგნებს. პეტრას ციხის ნანგრევებთან მიმწყვდეული ობოლაძე იძულებული გახდება კანონდამცავებს ჩაბარდეს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.