მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ძმა (1981)
ამ გვერდს გაეცნო 17833 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო/ისტორიულ-რევოლუციური, 8 ნაწილი, 2144 მეტრი (77 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
დამდგმელი ოპერატორი: ვიქტორ ანდრიევსკი
დამდგმელი მხატვარი: ნუგზარ ბაიდარაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: არჩილ სამხარაძე (ბექარი), ლევან თურმანიძე (გიო), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ფაღავა), შოთა ნოზაძე (მამა), თეიმურაზ (თემო) დოლიძე (ექიმი), ლეო (ლევან) ფილფანი, გივი ჩუგუაშვილი (სოციალისტი), მედეა ნემსიწვერიძე, იური გეწაძე, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, ფრიდონ გულედანი, ლელი ჯაფარიძე, ხ. დანილოვი, გ. გოგოჭური, ოთარ ოთარაშვილი, ამირან ტაკიძე, ამირან ამირანაშვილი, გივი ხახიძე, გივი (გურამ) ფირცხალავა, ბ. ბექაური, მ. ლალიაშვილი, ა. ხვედელიძე, რ. რუსეიშვილი, შალვა ჯანიაშვილი, გელა კანდელაკი, ვაჟა ქოქრაშვილი
პროდიუსერი: შოთა ლაფერაძე
 

სოციალური უსამართლობის გამო მთავრობასთან დაპირისპირებული, სოციალისტებთან კავშირისთვის კატორღაში გადასახლებული, ერთ დროს პატიოსანი მშრომელი გლეხი გიო მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდება, მაგრამ მისთვის ყველა გზა მოჭრილია, საერთოს ვეღარც ყოფილ თანამოაზრეებთან პოულობს. გიოს ერთადერთი გულშემატკივარი მისი ძმა ბექარია. გიოს ჟანდარმერიის უფროსი ფაღავა დევნის, საშველს არ აძლევს და ბოლოსდაბოლოს მოკლავს კიდეც. ფაღავა ბექარს ჟანდარმერიაში სამსახურს შესთავაზებს, მაგრამ ძმის სიკვდილით და ფაღავას ვერაგობით გამწარებული ბიჭი ძმის მკვლელს სიცოცხლეს გამოასალმებს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.