მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981)
ამ გვერდს გაეცნო 12103 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2459 მეტრი (89 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი
სცენარის ავტორები: დავით ჯავახიშვილი, ერლომ ახვლედიანი, მერაბ კოკოჩაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი გერსამია
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: ნოდარ მამისაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ჯულიეტა წოწონავა
მონაწილეობენ: კახი კავსაძე (სულხანი), ნინელი ჭანკვეტაძე (თამრიკო), რამაზ ჩხიკვაძე (გივი), ოთარ (I) ლითანიშვილი (ერეკლე), ერლომ ახვლედიანი (რამაზი), გია ფერაძე (ლევანი), სულიკო ჟღენტი (ვაჟა), ციცინო ციციშვილი (ია), მარინა ჯორჯაძე (ელისაბედი), აბრეკ ფხალაძე (ლოტბარი), ნანული პირველი, თამარ თვალიაშვილი, დავით ჩხიკვაძე, გიორგი (გოგი) მარგველაშვილი, გალინა ბერაძე, ლერი გაფრინდაშვილი, ბერტა ხაფავა, ანა ნიჟარაძე, რამაზ იოსელიანი
 

ცნობილ მეცნიერს, უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს, სულხან იბერიელს სამუშაოს დასასრულებლად ბიუჯეტის სახსრები არ ყოფნის, იძულებულია დახმარებისთვის სხვადასხვა ინსტანციებს მიმართოს. სულხანის თავგამოდება ხშირად გადამეტებულად ეჩვენებათ, თვლიან, რომ ქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია მოსაგვარებელი. სულხანს მხარში უდგას ახალგაზრდა არქეოლოგი თამრიკო, რომელიც მასთან ერთად იბრძვის, რომ რუსი სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად გადაქცეული მონასტრის ტერიტორია განადგურებას გადაურჩეს. გათხრებს მაინც დააკონსერვებენ, მიწას მიაყრიან. ქალაქისკენ მიმავალი სულხანი უდაბნოს ველზე ინფარქტით კვდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.