მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მოცურავე (1981)
ამ გვერდს გაეცნო 10659 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 1974 მეტრი (91 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ირაკლი კვირიკაძე
სცენარის ავტორი: ირაკლი კვირიკაძე
დამდგმელი ოპერატორი: გურამ ტუღუში
დამდგმელი მხატვარი: ალექსანდრე ჯანშიევი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟეები: ნელი ქრისტესაშვილი, მარინა ცხვედაძე
მონაწილეობენ: ელგუჯა ბურდული (დურმიშხან დუმბაძე), რუსლან მიქაბერიძე (დომენტი დუმბაძე), ბაადურ წულაძე (ანატოლი დუმბაძე), გივი (გურამ) ფირცხალავა (ოდისეი მესხი), ნანა კვაჭანტირაძე (ლალა დუმბაძე), გია ლეჟავა (ბესო ანთაძე), იმედა კახიანი (ისიდორე ბუაძე), თეიმურაზ მურვანიძე (ტომეს ვინსტონი), მაკა მახარაძე, ნანა ჯორჯაძე (ასისტენტი), ბერდია ინწკირველი, რ. გოგიაშვილი, რომან ჩიჩუა, ინეზა აბესაძე, გივი ღოღობერიძე, გიორგი (გოგი) ახვლედიანი, შ. ტატიშვილი, როლანდ კაკაურიძე, ა. სულიაური, ალექსანდრე ჯანშიევი, კ. ბოლქვაძე, ბადურ ბურდული, ა. პატიაშვილი, შოთა ჩაკვეტაძე, მიხეილ ნანეიშვილი, თემურ ჯიკაევი, სერგო ბაზიაშვილი (ოფიციანტი)
 

შეუცნობლის შეცნობის, წინააღმდეგობის დაძლევის ჟინი დუმბაძეების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. პაპა დურმიშხანმა, მარტოხელა მოცურავემ, შეუსვენებლად გადაცურა ზღვა ბათუმიდან ფოთამდე. 1930-იან წლებში დურმიშხანის შვილი, სახალხო გადაცურვების ორგანიზატორი დომენტი ბათუმიდან ფოთისკენ მარათონული გადაცურვისთვის ემზადებოდა, მაგრამ რეპრესიებს ემსხვერპლა. მრავალი წლის შემდეგ, საუკუნის დასასრულს, ბაბუისა და მამის მსგავსად ზღვასთან შებმა დომენტის შვილმაც გადაწყვიტა.

ფესტივალები და პრიზები:
  • გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია (1987).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.