მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თითქმის ორი თვე (1980)
ამ გვერდს გაეცნო 8014 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 7 ნაწილი, 2113 მეტრი (76 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ გიორგობიანი
სცენარის ავტორები: ბადრი ჭოხონელიძე, ავთანდილ ჩხიკვიშვილი
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მემონტაჟე: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი
მონაწილეობენ: გიორგი (II) ყიფიანი (კოტე), გიორგი ხეთაგური (თემო), გიორგი მელაძე (ზაზა), გელა ღაღანიძე (გურამი), ვალერი ჯალაღონია (ბოჩია), ალა სოსინა (ვალია), ვახტანგ კობაიძე (ვახტანგი), თენგიზ მუმლაძე (რეზო), გია მუჯირი (მამა), ზურაბ იმერლიშვილი (ზურაბი), ალექსანდრე ბაიდაკოვი (ლიოშა), ლენა მომჩენკოვა (ზინკა), აბესალომ ლორია (პოვარი), გრიგოლ (გიგოლა) თალაკვაძე (ერმილე)
 

ქართველი სტუდენტები ზაფხულის შრომით სემესტრს მსხვილი საწარმოო ობიექტისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ატარებენ სმოლენსკის რაიონში. ერთმანეთს ენაცვლება შრომისა და დასვენების ამსახველი ეპიზოდები, განსხვავებული ხასიათის ახალგაზრდები თანაცხოვრებას ეჩვევიან, პიროვნებებად ყალიბდებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.