მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კოლმეურნის ჰიგიენა (1934)
ამ გვერდს გაეცნო 2209 სტუმარი
დოკუმენტური ფილმი, 2 ნაწილი (17 წთ.)
სს "სახკინმრეწვი" 

დამდგმელი რეჟისორი: ვახტანგ შველიძე
დამდგმელი ოპერატორი: ბორის პუმპიანსკი
დამდგმელი მხატვარი: შალვა მამალაძე
 

საქართველოს ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის (ჯანსახკომის) შეკვეთით გადაღებული ფილმი, სამაგალითო საბჭოთა ადამიანის იდეოლოგიურ სახეს წარმოაჩენს და მაყურებელს - პირველ რიგში, სოფლად მცხოვრებ გლეხს - ახალი, კულტურული ცხოვრების დაწყებისკენ მოუწოდებს. "კულტურული ცხოვრების უმთავრესი პირობა ჰიგიენის დაცვაა", ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი ქალი და ამ მითითებას გლეხებისგან შემდგარ აუდიტორიას განუმარტავს. ჰიგიენის ნორმების დამკვიდრების უკეთ ჩვენების მიზნით, რეჟისორი არც შიშველი სხეულის გადაღებას ერიდება. ჯანსაღი სხეულის იდეის კულტივაცია ვიზუალური რეპრეზენტაციის თანხლებით ხდება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.