მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თბილისი, პარიზი, თბილისი (1980)
ამ გვერდს გაეცნო 17246 სტუმარი
მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო/კომედია, 9 ნაწილი, 2331 მეტრი (84 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: ლეილა აბაშიძე
სცენარის ავტორები: ლეილა აბაშიძე, ლევან ჭელიძე
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გია ლაფერაძე
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: ლეილა აბაშიძე (თეა შერვაშიძე), ეროსი მანჯგალაძე (გენერალი დურმიშხანი), კახი კავსაძე (მანუჩარი), რამაზ ჩხიკვაძე (ნესტორი), მგერ (ფრუნზე) მკრტიჩიანი (რჩიკა), გია ფერაძე (ჟორჟი), ზურაბ ქაფიანიძე (ოდიშელიძე), გენად კირიკი (ბარონი), რეზო ესაძე (გიო), ლეო ანთაძე, თინათინ ჟორჟოლიანი, დავით პაპუაშვილი, არჩილ მაჩაბელი, შალვა ხერხეულიძე, იოსებ (სოსო) ხაინდრავა, ანზორ ურდია, ამირან ქადეიშვილი, ვასილ ჩხაიძე, მანანა ცხოვრებოვა, შალვა გედევანიშვილი, იური ვასაძე, ზ. კაჭკაჭიშვილი
 

მეოცე საუკუნის დასაწყისი. ქვრივ გენერალს საფლავების მომვლელი ქალი თებროლე მოეწონება, ცოლად მოიყვანს, სახელს შეუცვლის და თეას დაარქმევს. ქალს მაღალ საზოგადოებაში უსიყვარულოდ ცხოვრება უჭირს. უფალს შესთხოვს, სიყვარული აღირსოს. მალე მართლაც გამოჩნდება მეკურტნე გიო და თეა მასთან რომანს გააბამს. გენერალი ცოლის ღალატს გაიგებს. თეა და გიო ქმრის რისხვას გაერიდებიან და თავს პარიზში ამოყოფენ. უსახსროდ დარჩენილები მალე დაცილდებიან ერთმანეთს. გადის დრო. პარიზში სხვადასხვა მიზეზით გადასახლებული ქართველი ემიგრანტები საჰაერო ბურთით საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტენ – მათ შორის არის თეაც.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.