მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


სიყვარული ყველას უნდა (1980)
ამ გვერდს გაეცნო 32991 სტუმარი
მხატვრული ფილმი, მუსიკალური კომედია, 9 ნაწილი, 2330 მეტრი (84 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორები: მიხეილ (უმც) ჭიაურელი, გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: ლეილა ბეროშვილი
დამდგმელი ოპერატორები: ჯიმშერ ქრისტესაშვილი, ნიკოლოზ სუხიშვილი
დამდგმელი მხატვარი: გიორგი (გოგი) მიქელაძე
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გურამ შუბლაძე
მონაწილეობენ: გივი ბერიკაშვილი (კოლ-ბის თავმჯდომარე), დარეჯან ხაჩიძე (მაყვალა), ვახტანგ ფანჩულიძე (ბურნუთა), კახი კავსაძე (კოლა), ბერტა ხაფავა (ანიკო), ლაურა რეხვიაშვილი (ბაბულა), ამირან ქადეიშვილი (ხირხალა), ციალა გურგენიძე (ქეთო), იური ვასაძე, ამირან ამირანაშვილი, ტრისტან სარალიძე, გულნარა ცირიკაშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ირა ირემაშვილი, გოგი ფირიაშვილი, ჯიმშერ (ჯიმი) ლომიძე, სიმონ ბერიკაშვილი (ელიზბარაანთ გივია), მზექელა აჭაიძე, ბაადურ წულაძე, ბარბარე (ვარვარა) იანვარაშვილი, მერი ბალღიაშვილი, გიორგი (გოგლიკო) გამილაღდიშვილი, გიორგი (გიო) ხუციშვილი
 

სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურბუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია – სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურბუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენჯერმე გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა... კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.