მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მიზანი (1979)
ამ გვერდს გაეცნო 23396 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 2 სერია, სათავგადასავლო, 22 ნაწილი, 5852 მეტრი (211 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: გენო ხოჯავა
სცენარის ავტორები: ალექსანდრე მანწკავა, გენო ხოჯავა
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე გვასალია
დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ნუცა შოშიტაიშვილი
მემონტაჟეები: ქეთევან თაღნიაშვილი, ნელი ქრისტესაშვილი, ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავა (უტა), იმედა კახიანი (ანდრო), არიადნა შენგელაია (ნადიდე), ლეო (ლევან) ფილფანი (ბოცო), ბორის წიფურია (სელიმი), ელგუჯა ბურდული (აშორდია), სერგო პაჭკორია (ჰასანი), ბერდია ინწკირველი (კალენიკე), გია გუგუნავა (ნიაზ), რუსლან მიქაბერიძე (მეზღვაური), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (მარკოზი), რევაზ თავართქილაძე (გენერალი)
 

შავიზღვისპირა ქალაქში თავმოყრილ სხვადასხვა პარტიულ დაჯგუფებათა ყურადღების ცენტრშია ინგლისური გემი, რომლითაც დენიკინის არმიისთვის ფული, იარაღი და საიდუმლო დოკუმენტები გადააქვთ. ბრიტანული და ადგილობრივი დაინტერესებული წრეების წინააღმდეგ ბოლშევიკების მცირე დივერსიული ჯგუფი იბრძვის, რომლის მიზანია, იარაღი თეთრგვარდიელების ხელში არ მოხვდეს. შეთქმულები გემზე აიპარებიან, კაპიტანს განაიარაღებენ, ფულს ხელში ჩაიგდებენ და გემს დანაღმავენ. დევნას რომ თავი დააღწიონ, დივერსანტები ჭაობების გავლით შეეცდებიან სამშვიდობოს გასვლას. ჯგუფში მოღალატე აღმოჩნდება, რომელიც ფულს გაიტაცებს. შეთქმულების უმეტესობა ჭაობებში დაიღუპება.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.