მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ქორწინება იმერულად (1979)
ამ გვერდს გაეცნო 12685 სტუმარი
სატელევიზიო მხატვრული ფილმი, 2 სერია, კომედია, 15 ნაწილი, 4003 მეტრი (145 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია
სცენარის ავტორები: ალექსანდრე ებანოიძე, მარინა ვიშნევეცკაია, გენო წულაია
დამდგმელი ოპერატორი: იური კიკაბიძე
დამდგმელი მხატვარი: ჯემალ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ნუგზარ ვაწაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (თებროლე), დავით კვირცხალია (ლადო), მარიამ (მარიკა) ჭიჭინაძე (ნუცა), მიხეილ ვაშაძე, ეთერ მოციქულაშვილი, დოდო აბაშიძე (სიმონი), გივი მოდებაძე, ირაკლი აზიკური, რევაზ დარჯანია, ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი, ზ. მუკმანიანი, ილია ტყემალაძე, ვალენტინა სიომინა, ვასილ კახნიაშვილი, თამარ თვალიაშვილი, რ. ყოჩიაშვილი, ივანე საყვარელიძე, გივი ბერიკაშვილი (ბუხუტი), ც. წერეთელი, ნინო ბახტაძე, ვაჟა ბრეგვაძე, ლეომერ გუგუშვილი, ქეთევან ესაიაშვილი, ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი, დავით ლომიძე, გია ლორთქიფანიძე, დ. მუმლაძე, ვენერა ნეფარიძე, ე. სხირტლაძე, ლევან უჩანეიშვილი, ი. ქორჩილავა, კ. ყიფიანი, დავით ჩხიკვაძე, ია ცხადაძე, გივი წიქარიძე, ნატო წულაია, იოსებ (სოსო) ხაინდრავა (ბიკენტი)
 

მშობლიურ კუთხეში ჩასული ახალგაზრდა მოქანდაკე, თანასოფლელი ქალიშვილის მშვენიერებით შთაგონებული, ქანდაკების შექმნას გადაწყვეტს. ვაჟის ბებია და სხვა ახლობლები ქალ-ვაჟის დაახლოებას ხელს უწყობენ. მათ ერთმანეთი მართლაც შეუყვარდებათ, თუმცა კეთილისმსურველთა ზედმეტი ყურადღებით გაღიზიანებულები, მალე დაცილდებიან. გაღიზიანება მალე გაივლის და ახალგაზრდები ურთიერთობას თავად მოაგვარებენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.