მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


კარიერი (1979)
ამ გვერდს გაეცნო 11377 სტუმარი
მხატვრული ფილმი, ლირიული დრამა, 8 ნაწილი, 2156 მეტრი (78 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: პავლე ჩარკვიანი
სცენარის ავტორები: გივი (ბესო) ოდიშარია, პავლე ჩარკვიანი
დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
დამდგმელი მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორები: გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: ნუნუ თავბერიძე
მონაწილეობენ: ერეკლე კუხიანიძე, თამარ (II) დათუაშვილი, ვარლამ (ვალოდია) წულაძე, პლატო ოსორაული, ლერი ზარდიაშვილი, გიორგი პაპოშვილი, კახა კობალაძე, ვენერა ნეფარიძე, ლია ლომთაძე, ზაზა მიქაშავიძე, მიხეილ ანთაძე, შოთა დაუშვილი, რეზო ესაძე (მძღოლი), ივანე საყვარელიძე, გია კუსრაშვილი, ეთერ მოციქულაშვილი, ანა ბარბაქაძე, გიორგი თოლორდავა, თამილა ლასხიშვილი, ამირან ბუაძე, ია ხობუა, იამზე ტყავაძე, მ. ბაქრაძე, შ. ზავრაშვილი, გ. ავანოვა, ე. ცისკარიშვილი, ვასილ კოჭლამაზიშვილი, ვ. ჯოხაძე, მარგო გვარამაძე, კოტე ჯაჯანაძე, ვ. მაისურაძე, თ. გიგინეიშვილი
 

ჯუნა მუხრანელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კარიერზე სამუშაოდ გაანაწილებენ. ადგილზე ჩასულს გეოლოგის მოვალეობის შესრულების ნაცვლად დროებით ჭაბურღილის ოსტატობას შესთავაზებენ, ბინას საერთო საცხოვრებელში მიუჩენენ. ნიჭიერ ახალგაზრდას ამგვარი პერსპექტივა არ ხიბლავს. გულგრილობას მუშებიც შეატყობენ. გამოსაცდელად დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას სთხოვენ. ჯუნა მანქანას იოლად შეაკეთებს და მათ თავის პროფესიონალიზმში დაარწმუნებს. მშრომელ და გულღია ადამიანებთან ურთიერთობა ჯუნას ცინიკურ დამოკიდებულებას შეცვლის, მუშებიც შეიყვარებენ. მალე თავისუფალი შტატიც გამოჩნდება და ჯუნას ადმინისტრაციაში გეოლოგად გადაიყვანენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.