მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წიგნი უპირველესი (1977)
ამ გვერდს გაეცნო 3828 სტუმარი
დოკუმენტური ფილმი, 2 ნაწილი (20 წთ.)
საქართველოს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია 

დამდგმელი რეჟისორები: ჟუჟუნა ლომიძე, იზოლდა შველიძე
სცენარის ავტორი: ზურაბ ჭუბაბრია
დამდგმელი ოპერატორი: ტარიელ ელიაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ნათელა გურგენიძე
პროდიუსერი: მარიამ ხაჩიძე
 

ფილმი ეძღვნება დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, განმანათლებელის, ილია ჭავჭავაძის თანამედროვისა და თანამებრძოლის, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" 100 წლისთავს. "დედა ენა" ჩვენი პატარებისათვის უცვლელი წიგნია, რომელიც ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელმა, იაკობ გოგებაშვილმა დაუტოვა ქართველ ბავშვებს. ამ საზეიმო დღეებში ჩაეყარა ფუნდამენტი თბილისში "დედა ენის" ძეგლს. "დედა ენის" სახელი უწოდეს ალპინისტებმა კავკასიონის ერთერთ მწვერვალს. ხალხმრავალი ზეიმი ჩატარდა გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანშიც, სადაც ახალგაზრდობასთან ერთად ჩვენი სახელოვანი მწერლები და საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებოდნენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.