მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


უბედურება (1979)
ამ გვერდს გაეცნო 8507 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 9 ნაწილი, 2288 მეტრი (97 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორი: გელა კანდელაკი
სცენარის ავტორები: გელა კანდელაკი, ანზორ სალუქვაძე
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ზაალ მეღვინეთუხუცესი
კომპოზიტორი: თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: სოფიო მაჩაიძე
მონაწილეობენ: ნატო ხელიძე, თინა სისაური, ბორის ხეცურიანი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, რაფიელ ბენდელიანი, აბესალომ გოგბერაშვილი, იური ერემეიშვილი, გიული დანელია, მიხეილ ციცქიშვილი, გივი ბენდელიანი, როდერ ჩაჩანიძე, ნათელა ჯიშკარიანი, ვახტანგ ქართველიშვილი, დათუნა აბდუშელიშვილი, ბრონისლავ თევზაძე, თემურ უგულავა, ზაირა ფანცხავა

გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.
 

იმერეთის ღატაკი სოფელი. შეუძლოდ გამხდარ გლეხს სახლში უგონოდ მოასვენებენ. რაკი ვერაფრით უშველიან, გადაწყვეტენ, ადათის მიხედვით "უბედურება" ზემო ან ქვემო სოფელს გადაულოცონ. უბედურების თავიდან ასაცილებლად ატეხილ ჩხუბში სოფლელები ყველაფერს დალეწენ, თანაგრძნობის უნარს, ადამიანურ სახეს დაკარგავენ. უბადრუკთა ამ კრებულში ერთადერთ ნათელ სხივად უბრალო გლეხის ქალის, მაიას სახე გამოკრთის. ის, ვის გამოც დავიდარაბა ატყდა, დილით საღ-სალამათი ადგება და ყანაში სამუშაოდ წავა.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.