მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ძახილი (1979)
(ორი ნოველა)
ამ გვერდს გაეცნო 10401 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა, 7 ნაწილი, 1937 მეტრი (70 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორი: ყარამან (გუგული) მგელაძე
სცენარის ავტორები: ნოდარ დუმბაძე, ყარამან (გუგული) მგელაძე
დამდგმელი ოპერატორი: ალექსანდრე სულამანიძე
დამდგმელი მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ჯულიეტა წოწონავა
მონაწილეობენ: სესილია თაყაიშვილი (ბებია - იულია), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (ბაბუა - ქიშვარდი), გიო მგელაძე (შვილიშვილი), ვასილ პაპაიანიდი (იანგული), გიორგი (გია) მაჩაიძე (ჯემალი), ლია კაპანაძე (დეიდა ნინო), სოფიკო ჭიაურელი (მუსიკის მასწავლებელი), ბერდია ინწკირველი (იანგულის მამა), ალექსანდრე მეძმარიაშვილი, ზ. ღამბაშიძე, ნანა მაზურენკო, თ. დამოციევი, ტ. მანუკიანი, ტ. ტარიელაძე, ი. სურმანიძე, დ. იშხანიდი, გ. ასლანიდი

გადაღებულია ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით
 

ფილმი ორი ნოველისგან შედგება.
  • პირველ ნოველაში დედ-მამით დაობლებულ ნოდარს საცხოვრებლად ხან ერთი ბებია, ხან მეორე ბაბუა ეპატიჟება. გული რომ არ დაწყვიტოს და შვილების დაკარგვის ტკივილი შეუმსუბუქოს, ნოდარი მორჩილად ასრულებს მოხუცების ნებას; მისთვის ორივე კერა მშობლიურია.
  • მეორე ნოველა საქართველოს ზღვისპირა ქალაქში გაზრდილი ბერძენი ბიჭის, იანგულის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც მშობლებთან ერთად საბერძნეთში მიემგზავრება საცხოვრებლად. იანგული საყვარელ ქალაქთან და მეგობრებთან განშორებას ვერ შეეგუება და გემბანიდან გადმოხტება. ნაპირი შორს აღმოჩნდება, დაღუპულ იანგულს ზღვა მშობლიური ქალაქის ნაპირთან გამორიყავს.
  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.