მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


წინაპართა მიწა (1979)
ამ გვერდს გაეცნო 11486 სტუმარი
მხატვრული ფილმი, 9 ნაწილი, 2339 მეტრი (84 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 
ნახეთ

დამდგმელი რეჟისორები: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიული ჭოხონელიძე
სცენარის ავტორები: ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი
დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟეები: ლუსია ვარტიკიანი, ეთერ თავაძე
მონაწილეობენ: გიული ჭოხონელიძე (ბეთქილი), ზურაბ ყიფშიძე (ლაშა), გიორგი (გია) მაჩაიძე (გეგა), მზია არაბული (დარჯი), კოტე დაუშვილი (დავითი), ლია კაპანაძე (მარიამი), ქეთევან კიკნაძე (ნინო), თამარ სხირტლაძე (დარია), მარინა მიქაშავიძე (მზია), მალხაზ გორგილაძე (ოფიცერი), მიხეილ ვაშაძე, გიორგი (გია) კობახიძე, მალხაზ ბებურიშვილი, ავთანდილ მიქაძე, არსენ აბრამიშვილი, მ. დიდებულიძე, ვ. კიკნაძე, ვარლამ (ვალოდია) წულაძე, ლ. კაკუშაძე, ჯ. ჭოხონელიძე
 

მეორე მსოფლიო ომი. ფაშისტები სვანეთს მოადგებიან. მოხუცი ბეთქილი, რომელსაც შვილი ფრონტზე დაეღუპა, სოფლიდან მოშორებით ცხოვრობს. მოხუცი მთებში საბჭოთა ჯარისკაცს, ლაშას გადაეყრება და შეიფარებს, თუმცა ჯარისკაცის საქციელი დააეჭვებს და ღამე საწოლზე ჯაჭვით დააბამს. ლაშა გერმანელთა მზვერავი აღმოჩნდება, რომელსაც ქართული მამამ, საქართველოდან რევოლუციის დროს ემიგრირებულმა საბჭოთა წყობის მტერმა ასწავლა. ბეთქილთან ურთიერთობა ლაშას შეცვლის, მან აღარ იცის, ვის მხარეზე უნდა იბრძოლოს. მალე გერმანელი ჯარისკაცები გამოჩნდებიან. ბეთქილი მათთან ბრძოლაში დაიღუპება, ჯაჭვით დაბმულ ლაშას კი ქოხთან ერთად მთიდან მოწყვეტილი ზვავი დაფარავს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.