მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


XIX საუკუნის ქართული ქრონიკა (1978)
ამ გვერდს გაეცნო 11917 სტუმარი
მხატვრული ფილმი, დრამა/იგავი, 7 ნაწილი, 1824 მეტრი (67 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორი: ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
სცენარის ავტორები: რეზო კვესელავა, ანზორ ჯუღელი, ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გური (გურამ) შენგელაია
დამდგმელი მხატვრები: ამირ კაკაბაძე, დავით ლურსმანაშვილი
კომპოზიტორი: ვახტანგ კუხიანიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
მემონტაჟე: ნელი დევნოზაშვილი
მონაწილეობენ: მამუკა სალუქვაძე (ნიკო), ვარლამ (ვალოდია) წულაძე (იოთამი), ცუცა მეძმარიაშვილი (როდამი - დედა), თენგიზ მაღალაშვილი (მკურნალი), დარეჯან ხარშილაძე (ინალი), რამაზ ჩხიკვაძე (კანცელარიის უფროსი), კარლო საკანდელიძე (ერაძე), რამაზ გიორგობიანი (მაღალი), იური ჯიჯეიშვილი, შუქრი გოგიტიძე, ოთარ ზაუტაშვილი, ლ. გობრონიძე, მ. გოგიბერიძე, ივანე საყვარელიძე, გივი ჩუგუაშვილი, ამირ კაკაბაძე, ფ. ხინთიბიძე, მაია ცინცაბაძე, თამაზ დანელია, სერგო სულავა, ავთანდილ მაჩაიძე, ტომა მამალაძე
 

XIX საუკუნის მეორე ნახევარი საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებით აღინიშნა... მშობლიურ სოფელში დაბრუნებული სტუდენტი ნიკო ბურნაძე შეიტყობს, რომ უცხოელები ტყის შესყიდვას ცდილობენ. ტყეს და მასთან ერთად წინაპართა საფლავებს განადგურება ემუქრება. ნიკო ტყის გადასარჩენად სხვადასხვა ინსტანციებში იწყებს სიარულს, სოფლის ბედი ჩინოვნიკის ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული. ტყის გაყიდვით დაინტერესებული პირები ნიკოს მკვლელებს მიუგზავნიან. საზოგადოებაში უნდობლობა, უიმედობა და მტრობაა გამეფებული.

ფესტივალები და პრიზები:
  • "ოქროს დუკატი" საუკეთესო რეჟისურისათვის, გერმანიის კათოლიკური ცენტრის ჟიურის პრიზი, "ფიპრუსის" პრიზი და კინოს საერთაშორისო კინოფედერაციის პრიზი, მანჰეიმის (გფრ) საერთაშორისო კინოფესტივალი (1979).

  •  
    

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.