მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ლიჩანიში (2009)
ამ გვერდს გაეცნო 4309 სტუმარი
დოკუმენტური ფილმი, 2 ნაწილი (13 წთ.), HDV 

დამდგმელი რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი
სცენარის ავტორი: მარიამ ხაჭვანი
დამდგმელი ოპერატორი: ბესო მახარაშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ირაკლი ფუტკარაძე
მემონტაჟეები: ბესო მახარაშვილი, ბექა მიქაძე
პროდიუსერი: მარიამ ხაჭვანი
 

სვანური დღესასწაული "ლიჩანიშობა" სოფელ ჰადიშიდან 4 კმ-ში, მთის ძირში იმართება. ამ დღეს მომლოცველები წმინდა გიორგის ვაჟებს შესთხოვენ. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მთხოვნელებს ვაჟი რომ არ შესძენოდათ. ამიტომ ყოველ მომდევნო წელს ვაჟების მამებს "ლიჩანიშობის" დღესასწაულზე 7-8 მეტრის სიმაღლის ფიჭვის ან ნაძვის ხის სარები (ღვატები) მოაქვთ, სარებზე მიბმულ დროშებზე კი ახალდაბადებული ვაჟების სახელები და გვარები წერია. ლოცვის შემდეგ მლოცველები სარებს აღმართავენ და შეძახილებით იმ წელს დაბადებულ ვაჟებს ლოცავენ.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.