მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ლიმონის ტორტი (1977)
(ციკლიდან "გზა")
ამ გვერდს გაეცნო 9113 სტუმარი
მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, კომედია, 2 ნაწილი, 483 მეტრი (17 წთ.)
სს "ქართული ფილმი" 

დამდგმელი რეჟისორები: რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: ვაჟა ჯალაღანია
კომპოზიტორი: ნანა ავალიშვილი
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ვილჰელმ გოგიჩაიშვილი
მემონტაჟე: ევგენია ბეჟანოვა
მონაწილეობენ: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ბაადურ წულაძე, გრიგოლ გრძელიშვილი, აბესალომ ლორია, ზოზო (იასონ) ბაქრაძე, დავით ლომიძე, შოთა დაუშვილი, თამაზ დანელია, კოტე ბურჯანაძე
 

მდელოზე გაშლილ პატარა სუფრას ტორტიც ამშვენებს. გზის მუშები კახი, ბაადური და გივი პირის ჩატკბარუნებას აპირებენ, მაგრამ საიდანღაც გამოჩენილი კაცი მათ სუფრას ველოსიპედით გადაუვლის. აღშფოთებულ მეგობრებს მილიცია შეიპყრობს და გამოსაფხიზლებელში შეყრის; მალე მუშახელის მისახმარებლად სამივეს ღვინის ქარხანაში გაამწესებენ. მუშაობის დროს მეგობრები ღვინით სავსე ავზში ჩავარდებიან. ტორტის დაგემოვნების ნაცვლად ღვინით გამოთვრებიან.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.