მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


რაჭა ჩემო სიყვარულო (1977)
ამ გვერდს გაეცნო 26539 სტუმარი
მხატვრული ფილმი, კომედია, 9 ნაწილი, 2319 მეტრი (81 წთ.)
სს "ქართული ფილმი", კ/ს ”სლოვაკფილმი” (ბრატისლავა) 
კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით
შეჩერებულია ფილმის ჩვენება

დამდგმელი რეჟისორები: თემურ ფალავანდიშვილი, იოზეფ მედვედი
სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი
დამდგმელი ოპერატორები: დუდარ მარგიევი, ტიბორ ბიატი
დამდგმელი მხატვრები: შოთა გოგოლაშვილი, მილოშ კალინა
კომპოზიტორები: ჯანსუღ კახიძე, სვეტოზარ სტრაჩინა
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: ვლადიმერ ნიკონოვი, ანდრეი პოლომსკი
მემონტაჟეები: ედუარდ კლენოვსკი, ნელი ქრისტესაშვილი
მონაწილეობენ: ანდრეა ჩუნდერლიკოვა (დარინა), ბადრი კაკაბაძე (ზაური), გურამ ლორთქიფანიძე (ვანო), ბესარიონ ხიდეშელი (ალიკო), იან გრეშო (იოზეფი), დოდო აბაშიძე (ვარლამი), იპოლიტე ხვიჩია (სილიბისტრო), რამაზ ჩხიკვაძე (აფრასიონი), ვერა სტრნისკოვა (ორლიკის ცოლი), ევა კრიჟიკოვა (დარინას დედა), კაროლ ზახარი, კარლო საკანდელიძე (ზაურის მამა), ვასილ ჩხაიძე (ზაურის დიდი პაპა), ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი (ზაურის პაპა), ნოდარ მანაგაძე, ზაირა (ზაზა) ლებანიძე, ოლდო ჰლავაჩეკი (ფრანტიშეკი), ივანე პალუჩი, იური კოვაჩი, ნატო გაგნიძე (მანანა), ფრანტიშეკ პაპი (ორლიკი)

ფილმის პრემიერა შედგა 1977 წლის 8 ივლისს.
 

რაჭველი მევენახეები სლოვაკეთის სოფელ რაჭის მევენახეებთან გამოცდილების გასაზიარებლად გაემგზავრებიან. ზაურს იქაური გოგონა, დარინა შეუყვარდება. მოსვენებას არ აძლევს. ცდილობს სიყვარულში დაარწმუნოს. მალე სლოვაკები საპასუხო ვიზიტით საქართველოს ესტუმრებიან. ქართული სტუმართმოყვარეობით და რაჭით მოხიბლულ დარინას, რომელსაც ზაური მართლაც შეუყვარდა, განშორება უჭირს.
 


.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.